დღეს, 19 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. მატჩი სოჭში გაიმართება.
საქართველო სატურნირო ცხრილში 18 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. მეორე ადგილს კი რუსეთი იკავებს 10 ქულით.
რაც შეეხება რაგბიში "ევროპის ერთა თასის" 2011 წლის გათამაშების მე-4 ტურს, როგორც ცნობილია, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი 18:11 დაამარცხა და ანთიმოზ ივერიელის თასი დაიბრუნა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ოფიციალუირად მოიპოვა 2011 წლის "ევროპის ერთა თასიც".