ნორვეგიის შეიარაღებული ძალები მზად არიან შეუერთდნენ საერთაშორისო კოალიციას ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ განსახორციელებელ სამხედრო ოპერაციაში. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
„ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ოპერაციაში. თუმცა ჯერ უცნობია რა ფორმით იქნება გამოხარული ჩვენი მონაწილეობა. სამხედრო საჰაერო ძალების გამოყენება, ალბათ თავისთავად მოხდება", - განაცხადა პრეტა ფარაემომ.
ნორვეგიის პოზიციის პარალელურად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდოვესტერველემ აღნიშნა, რომ გერმანია სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს და სამხედრო ოპერაციის ჩატარება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ლიბიის მოსახლეობის დასაცავად. ლიბიის საჰაერო სივრცე კი არასაფრენ ზონად გამოცხადდა.
რეზოლუციას მხარი დაუჭირეს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, სულ ათმა წევრმა, როდესაც რეზოლუციის მისაღებად საკმარისი იყო ცხრა ხმა.
თავი შეიკავა ხუთმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ჩინეთმა და რუსეთმა.