4 დეკემბრიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულ სასაზღვრო სოფლებში მონიტორინგისა და სამართლებრივი დახმარების მეორე ეტაპს იწყებს, რომელიც მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ორგანიზაციის იურისტთა ჯგუფი სასაზღვრო სოფლებში - ტირძნისი, ერგნეთი, კარბი და გუგუტიანთკარი _ 09:00 საათზე გაემგზავრება.
პირველი ეტაპისგან განსხვავებთ, რომლის დროსაც ჩატარდა ზოგადი გამოკითხვა, მეორე ეტაპზე აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს ჩამოერთმევათ სასამართლოში საქმის წარმოებისთვის აუცილებელი ჩაღრმავებული ინტერვიუები.
ორგანიზაციის იურისტები სოფელ ტინძნისში მოინახულებენ 3 დეკემბერს ოსური მხარის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ორ მოზარდს - გიორგი რომელაშვილს და ალეკო ცაბაძეს.
გარდა ამისა, გაკეთდება მონიტორინგი, თუ რამდენად არის მოსახლეობა ჩართული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
"ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" ერგნეთისა და გუგუტიანთკარის მოსახლეობას თბილისელების მიერ გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაუტანს. ამჯერად დახმარებას მიიღებენ ასევე სკოლის შენობაში შესახლებული გუგუტიანთკარის ის მაცხოვრებლები, რომლებიც კონფლიქტის გამო საზღვრის მიღმა აღმოჩნდნენ და ვერ ახერხებენ საკუთრ კარმიდამოში გადასვლას.