2009 წლის 10 სექტემბრამდე ბაღდათისა და ვანის რაიონში ბიუჯეტში სატყეო შემოსავლებმა 235335 ლარი შეადგინა. ამის შესახებ შპს "ჯორჯიან ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოპმენტ" კო-ს მიერ წარმოდგენილ ტყითსარგებლობის გეგმათა პროექტშია აღნიშნული.
"ჯორჯიან ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოპმენტ" კო-ს მონაცემებით, 2008 წელს სატყეო შემოსავლებმა ბაღდათის რაიონში - 107000 ლარი, ვანის რაიონში კი 23098 ლარი შეადგინა.
მონაცემებში არ არის ასახული ის შემოსავლები, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს მერქნული რესურსების გადამუშავების ოპერაციებიდან და პროდუქციის რეალიზაციიდან.