გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთ ცენტრალური ბიუროს თანამშრომლების მიერ ხარაგაულის რაიონის სოფელ ხუნევში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.
სამართალდამრღვევმა 4,4 მ3 წაბლის ჯიშის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებისას ვერ წარმოადგინა ბუნებრივი რესურსის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 2640 ლარი შეადგინა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.