ევროპის პოლიციის სააგენტომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულებრივი სქემა გახსნა. სააგენტოს ინფორმაციით, გახსნილია პედოფილების უდიდესი ქსელი, რომელშიც ჩართულია რამდენიმე ათასი ეჭვმიტანილი. ოპერაციის შედეგად, რომელიც სამი წლის განმავლობაში მზადდებოდა, დაკავებულია 180 ადამიანი.
"BBC"-ის ინფორმაციით, ყველა ეჭვმიტანილი ერთი ინტერნეტრესურსით სარგებლობდა, რომლის დახურულ ნაწილშიც განთავსებული იყო მალასები ბავშვებზე ძალადობის კადრებით.
წინასწარი მონაცემებით, ძალადობის მსხვერპლია 230-ზე მეტი ბავშვი.