ვთვლით რა, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა წინააღმდეგობაში მოდის სეკულარული სახელმწიფოს ძირეულ პრინციპებთან, ჩვენ, მოქალაქეები, შეშფოთებას გამოვთქვამთ და მოგმართავთ რამდენიმე კითხვით. მიგვაჩნია, რომ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის.
გთხოვთ გვიპასუხოთ,
1. რატომ არ იღებთ კანონს ლუსტრაციის შესახებ, რომელიც გავრცელდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სასულიერო პირებზე?
2. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთდამოუკიდებლობას, ეფუძნება სახელმწიფოს საეროობის პრინციპს და კრძალავს დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით. სახელმწიფო ბიუჯეტი ივსება როგორც საქართველოს მართლმადიდებელი მოქალაქეების, ასევე სხვა აღმსარებლობის მიმდევარი (მუსლიმები, იუდეველები, სომხური სამოციქულო ეკლესიის აღმსარებლები, კათოლიკეები, იეზიდები, ბაბტისტები, ორმოცდაათიანელები, იაჰოვას მოწმეები და სხვ.), ათეისტი და არარელიგიური მოქალაქეების გადასახადებით. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ ფონზე, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, ასევე საბიუჯეტო სახსრებიდან (25 მილიონი - 2009 წელს) მართმადიდებელი ეკლეესიის დაფინანსება არის დისკრიმინაცია და სახელმწიფოს ჩარევა ეკლესიის საქმიანობაში?
თვლით თუ არა ზემოაღნიშნული პრინციპების დარღვევად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს ტელემაუწყებლობის ტელეარხ „ერთსულოვნების" დაფინასებას?
3. რა მიზანს ემსახურებოდა და რამდენად კანონიერი იყო 2008 წლის თებერვალში, საპარლამენტო არჩევნების წინ, საპატრიარქოს მაღალი იერარქებისთვის ძვირადღირებული ჯიპისა და პიკაპის ტიპის 30-მდე ავტომობილის გადაცემა?
4. რამდენად კანონიერად მიმდინარეობს სახელმწიფოს მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის დიდი რაოდენობით უძრავი ქონების, შენობა-ნაგებობების, ტყეების და სასოფლო-სამეურნეო მიწების, გადაცემა?
5. რატომ არ უბრუნდებათ სხვა რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონება, ისე როგორც ეს ხდება მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაში?
6. რატომ არის მხოლოდ მართმადიდებელი ეკლესია გათავისუფლებული გადასახადებისაგან, და რატომ არ სარგებლობენ ანალოგიური პრივილეგიით სხვა რელიგიური გაერთიანებები?
7. სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებულია დისკრიმინაციული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საპატრიარქოს ექსკლუზიურად ენიჭება სხვა აღმსარებლობის სასულიერო პირებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის ნებართვის გაცემის უფლება. რატომ გრძელდება დღემდე მსგავსი დისკრიმინაციული პრაქტიკა და რატომ არ უქმდება აღნიშნული ხელშეკრულება?
8. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ პოლიტიკოსების საჯარო მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში? რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამების საკათედრო ტაძარში ნატოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობითი დელეგაციის მიღება?
9. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ქვეყნის პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტარების, მინისტრების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების და სახელმწიფოს სხვა მოხელეების მიერ მართმადიდებლური სიმბოლიკისა და რელიგიური რიტორიკის მუდმივი გამოყენება?
10. რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე (მაგალითად, 2008 წელს "ჰელოუინის" აღმნიშვნელი ახალგაზრდების დარბევა დეკანოზ დავით ისაკაძისა და მისი დაჯგუფების წევრების მიერ), და 2009 წელს რელიგიური უმცირესოებების დევნასა და მათ წინააღმდეგ განხორცილებულ თავდასხმებზე?
11. რატომ არ მიეცა პასუხისგებაში ის რამდენიმე სასულიერო პირი, რომელთაც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ნარკოტიკული ნივთიერებები შეჰქონდათ? რატომ გაათავისუფლეთ პირველი არხის ჟურნალისტის ცემისა და ხულიგნობის ფაქტზე დაკავებული სამი პირი საპატრიარქოს მოთხოვნის საფუძველზე? რატომ არ რეაგირებენ სამართალდამცავი ორგანოები განსხვავებული აზრისა და შეხედულებების გამო, მართმადიდებლობის ე.წ. დამცველების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მუქარის წერილებზე და რატომ არ ხდება მათი პასუხისგებაში მიცემა?
12. რატომ დაიწყეს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ კათალიკოს-პატრიარქის გამაშარჟებელი ვიდეო-რგოლების დამზადების და გავრცელების ფაქტზე, როდესაც აღნიშნული გამოხატვა დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით, და არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას? რას გულისხმობს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის განცხადება: "კლიპის წარმოებაზე და გავრცელებაზე ოფიციალური გამოძიების დაწყება იმან განაპირობა, რომ კლიპების საკითხი საზოგადოებისათვის საინტერესო იყო."?
13. საქართველოს ზოგადი განათლების კანონის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრძალულია პროზელიტიზმი, ინდოქტრინაცია და რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით გამოყენება. მიუხედავად ამისა, საჯარო სკოლებში ეს მოთხოვნები ტოტალურად ირღვევა. რატომ არ რეაგირებს ამაზე ხელისუფლება და რატომ არ უზრუნველყოფს კანონის მოთხოვნების შესრულებას?
14. თვლით თუ არა, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების თვალსაზრისით არსებული რეალობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს საეროობას და ქვეყანის ლიბერალურ-დემოკრატიულ განვითარებას? მიიჩნევთ თუ არა, რომ მთელი პოლიტიკური კლასის საპატრიარქოსადმი სერვილისტური დამოკიდებულება ხელს უწყობს სახელმწიფო ინსტიტუტების კლერიკალიზაციას?
1. დავით ამირეჯიბი
2. ეკა ექიზაშვილი
3. ოთარ ქაშაკაშვილი
4. ქეთევან გაბიანი
5. ოთარ კიკვიძე
6. გოჩა კვირჭიშვილი
7. მაია თოდუა
8. ნინო კავკასიძე
9. გიორგი თოფურია
10. ლევან სუთიძე
11. ალექსანდრე მესხი
12. მარინე ახსიაშვილი
13. ბექა მინდიაშვილი
14. ნიკა უხურგუნაშვილი
15. გუჯა მარდალეიშვილი
16. ვლადიმერ კვიტაშვილი
17. თენგიზ დალალიშვილი
18. ირაკლი დათუნაშვილი
19. მაგდა ლეკიაშვილი
20. ლევან ხუნწარია
21. ქეთი მაღრაძე
22. გრიგოლ ბაკურაძე
23. დავით იმერლიშვილი
24. თეა თუთბერიძე
25. ირაკლი კიკნაველიძე
26. ია უძილაური
27. ნათია ქოიავა
28. გიორგი კევლიშვილი
29. გვანცა გიორგაძე
30. ვასილ კობახიძე
31. გიორგი კობიძე
32. დავით ხაბურზანია
33. ავთო ქორიძე
34. დეკანოზი კახაბერ კურტანიძე
35. გოჩა ჩხეტია
36. თინა ბილიხოძე
37. თამარა კანაშვილი
38. იოანე პარესაშვილი
39. ლელა ქართველიშვილი
40. შორენა ლორთქიფანიძე
41. ნანა ბერეკაშვილი
42. თეო ხატიაშვილი
43. გიორგი კიკონიშვილი
44. ოთარ ხუციშვილი
45. როინ ნიჟარაძე
46. ირაკლი ნავდარაშვილი
47. ლილი ხეჩუაშვილი
48. ვასილ გოგოლაური
49. დავით გაბუნია
50. გიორგი სანიკიძე
51. ნიკა ქობულაძე
52. მამუკა ჩიხლაძე
53. მაია კვარაცხელია
54. მარი მატიაშვილი
55. ირაკლი გოგიჩაიშვილი
56. დეა კვიჟინაძე
57. ქრისტინე ნიჟარაძე
58. ლევან ჯგერენაია
59. ნინო მოსეს
60. გიორგი მშვენიერაძე
61. ილია ლაღაძე
62. გიორგი ჯიქია
63. სალომე უგულავა
64. გვანცა კობერიძე
65. დავით რაფავა
66. გიორგი გაგოშიძე
67. ქეთევან ჩარკვიანი
68. რუსიკო ამირეჯიბი
69. ზურაბ ჯაფარიძე
70. დავით ჯირკვალიძე (ჯირკველიშვილი)
71. ვასო გაბუნია
72. მარიამ უძილაური
73. ანა მანაგაძე
74. ბექა მგელაძე
75. პაატა შამუგია
76. გიორგი ბერიშვილი
77. ირაკლი კალოიანი
78. ნინო ჩუბინიძე
79. თემო დანელია
80. თემურ იობაშვილი
81. ნინო ჩეკურიშვილი
82. შავლეგ გეგეჭკორი
83. სანდრო ლომინაშვილი
84. მერაბ გაბიძაშვილი
85. ირაკლი ლომაია
86. ზელიმხან უძილაური
87. გიორგი ნებიერიძე
88. თინათინ მაურერ
89. გიორგი გუშარაშვილი
90. გიორგი დარციმელია
91. დავით ივერიელი
92. გრიგოლ მახარაძე
93. რევაზ რიჟამაძე
94. ელენე კალანდაძე
95. მაგდა გურული
96. მიხეილ ქრისტესაშვილი
97. გიორგი თუმანიშვილი
98. ზურაბ ვასაძე
99. გიორგი კიკნაძე
100. ელენე კალანდაძე
101. მიხეილ ქრისტესაშვილი
102. მაკა ჯანაშია
103. გიგა ლეკვეიშვილი
104. ავთო დოლიძე
105. ვასილ ივანიშვილი
106. ირაკლი კაკაბაძე
107. ეკა კვესიტაძე
108. ლელა ბუცხრიკიძე
109. ეკა ჯანაშია
110. ქეთი მჭედლიძე
111. მარიამ ქორიძე
112. მალხაზ ჭუბაბრია
113. მანანა თევზაძე
114. ელდარი ლობჟანიძე
115. ალეკო დოლიძე
116. თორნიკე რუსიშვილი
117. მაია შუბითიძე
118. კაკი კენჭოშვილი
119. სიმონ ჯანაშია
120. ბექა ჩოფლიანი
121. მანანა ტრენკლე
122. ირაკლი ფიფია
123. იზოლდა ჩემინავა
124. ვასილ ივანიშვილი
125. ქეთევან ლოგუა
126. შოთა გაგარინი
127. დადა წურწუმია
128. ნათია ნაცვლიშვილი
129. რომან ზოიძე
130. სერგო რატიანი
131. ლელა ჩოლოყაშვილი
132. თეონა გეგუჩაძე
133. გიორგი ფარცხალაძე
134. სოლო კარგაძე
135. ნანა ჯანაშია
136. ანდრო დადიანი
137. სალომე ჩოლოყაშვილი
138. ნინო ცინცაძე
139. გურამ მირცხულავა
140. ხათუნა შავგულიძე
141. ირაკლი შავგულიძე
142. თამარ ჯაფარიძე
143. ირინა სულხანიშვილი
144. ნინო ტურაბელიძე
145. ნინო ჩართოლანი
146. ჯაბა კვარაცხელია
147. რუსუდან გოცირიძე
148. მიხეილ სარალიშვილი
149. ნინია ჩაჩხიანი
150. ვაჟა ვარდიძე
151. მანანა ანდრიაძე
152. ციცინო ხითარიშვილი
153. ჯუმბერ კოპაძე
154. დათო ბიძინაშვილი
155. კახაბერ გრიგალაშვილი
156. შორენა აფციაური
157. ნინო კიკვაძე
158. მარინა სიმონია
159. შოთა იმერლიშვილი
160. მირიან გამრეკელაშვილი
161. ხათუნა შავგულიძე
162. ვასილ ბალიაშვილი
163. ირმა ინარიძე
164. მაია სიმონია
165. ლალი ჩარკვიანი
166. ნანა ნებიერიძე
167. მარინე ფხაკაძე
168. მერაბ გუჯეჯიანი
169. მიხეილ დუნდუა
170. მირიან მესხი
171. ვერა ბასიშვილი
172. ვასიკო ბასიშვილი
173. ლაშა ბეჟანიშვილი
174. მალხაზ ხარატიშვილი
175. ალექსანდრა მარგველაშვილი
176. მანანა სულაძე
177. ლუნა ხავთასი
178. ლევან წკრიალაშვილი
179. დალი ცქიტიშვილი
180. ლანა ღვნჯილია
181. მეგი ნახუცრიშვილი
182. ლიკა გუდიშვილი
183. მერაბ ბაკურაძე
184. თიკა გუდიშვილი
185. ირმა გეგეშიძე
186. ალექსი ორჯონიკიძე
187. ნინო ნახუცრიშვილი
188. ლუკა ლაფაჩი
189. სანდრო ჩხუბიანაშვილი
190. გია ლაბაძე
191. სულიკო ბაკურაძე
192. ალა ქავთარაძე
193. შოთა ნახუცრიშვილი
194. მანანა ვაშაყმაძე
195. ვაჟა ნახუცრიშვილი
196. ეთერი გუდიშვილი
197. ნუგზარ პაპუაშვილი
198. ვასილი მუშკუდიანი
199. არჩილ ხაჩიძე
200. ედუარდ მიქელაძე
201. დავით ბუცხრიკიძე
202. ქეთი ბახტაძე
203. თამუნა კანდელაკი
204. მარიამ სააკაშვილი
205. დავით თარხნიშვილი
206. ირაკლი ცხადაძე
207. ვერიკო ნოზაძე
208. დიმიტრი სორდია
209. მერაბ ბასილაია
210. თიკო ცერცვაძე
211. პაატა საბელაშვილი
212. ლადო გოგიაშვილი
213. გიორგი ჯავახიშვილი
214. დეკანოზი ზაზა თევზაძე
215. მამუკა დევდარიანი
216. დოდონა კიზირია
217. რომან ქევხიშვილი
218. გივი ლომიძე
219. გივი ბაღდავაძე
220. სალომე ბახსოლიანი
221. თეიმურაზ გრძელიშვილი
222. თეა ქოიავა
223. ნანა დურგლიშვილი
224. ქეთი მხეიძე
225. ნინო დათაშვილი
226. ვასილ ბალიაშვილი
227. მარიამ გუჯეჯიანი
228. ნატო ჩიტაშვილი
229. ანა ოქრუაშვილი
230. ლალი მარგველაშვილი
231. მანანა სულაძე
232. ეკა ბარნოვი
233. ანა დათაშვილი
234. ფიქრია ბალავაძე
235. თათია ყოჩიაშვილი