ექიმ-გინეკოლოგის, ნადეჟდა გაბრიჩიძის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს გაიმართა.
62 წლის ექიმს 9 თვის ფეხმძიმისთვის ორსულობის უკანონო შეწყვეტის მცდელობა ედება ბრალად, რის გამოც 29 წლის ქალმა მკვდარი ბავშვი დაბადა.
სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ექიმს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სასამართლო მოსმენა 5 მაისს გაიმართება.