"თავისუფლების ინსტიტუტის" ერთ-ერთი ლიდერი თეა თუთბერიძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ კითხვარი საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს პატრიარქის მიმართ, რომელიც საზოგადოების ერთმა ჯგუფმა შეიმუშავა ბოლო პერიოდში საზოგადოების ფართო ნაწილში გაჩენილ კითხვებს გაეცემა პასუხი.
თუთბერიძის განცხადებით, საპატრიარქოსა და ხელისუფლების მიმართ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ ბევრი შეკითხვა გაჩნდა, თუმცა თუთბერიძის თქმით, ტელეკომპანიებში აღნიშნული საკითხები ტაბუდადებულია და საზოგადოების ინტერესი უგულვებელყოფილია.
აქედან გამომდინარე, თუთბერიძის განცხადებით, მან და მისმა თანამოაზრეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს კითხვები საჯაროდ გამოიტანონ და მასზე პასუხი როგორც ხელისუფლებამ, ისე საპატრიარქომ გასცეს.
"კითხვარი, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, შეიცავს ყველა იმ კითხვას, რომელიც მთელი თვენახევრის განმავლობაში ისმებოდა საზოგადოებაში. ეს კითხვები ისმებოდა ინტერნეტში, იმის გამო, რომ ღია დისკუსია ამ საკითხზე ტელეეთერით არ ხდება. კითხვარზე მუშაობდა 30 კაციანი ჯგუფი და აქ შესულია ყველა კითხვა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში დაისვა. კითხვარი მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში დავდეთ ინტერნეტში და მასზე ხელი 235-მა ადამიანმა მოაწერა. საპატრიარქოც და ხელისუფლებაც ვალდებულია გასცეს ამ კითხვებზე პასუხი", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თეა თუთბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საზოგადოების ერთმა ჯგუფმა ქვეყანაში ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის არსებული ურთიერთოებების გარკვევის მიზნით შემუშავებული კითხვები გამოაქვეყნეს.