ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცი სამშობლოში ჩამოასვენეს. ვალერი ვერსკიანის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაული დახვდა. ცერემონიას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და ქვეყანაში შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი.
"მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს და მის თანამებრძოლებს, რომლებისთვისაც ეს დიდი დანაკლისია. ასევე სამძიმარს ვუცხადებ მთელს საქართველოს", - აღნიშნა ახალაიამ.
დაღუპული სამხედროს ცხედარი დღეს დილით თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენით სვანეთში, მის მშობლიურ მხარეში გადაასვენეს. ჯარისკაცის დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის უწყება დაფარავს, ვალერი ვერსკიანის ოჯახის კი კანონით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პაკეტით ისარგებლებს.
კაპრალი ვალერი ვერსკიანი 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში აისაფის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის სამშობლოში წუხელ გადმოასვენეს.