დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველო H1N1 ვირუსისეპიდემიის ზღვარზეა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის 227 შემთხვევაა დაფიქსირებული.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, დაინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.
რამდენიმე დაავადებული მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის. სპეციალისტების ვარაუდით, მიმდინარე თვიდან ვირუსით დაინფიცირების შემთხვევეი მოიმატებს, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სკოლებისა და საჯარო დაწესებულებების დახურვის აუცილებლობას ვერ ხედავს.