ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულია შპს „სან მარკოს" დირექტორი ნ. ბერიძე.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლიდან იტალიელმა ბიზნესმენმა ბენიამინო მარკეზანმა და მისმა ქართველმა პარტნიორმა პაატა ქანდაურაშვილმა დააფუძნეს შპს „სან მარკო", რომელსაც საქართველოში შემოჰქონდა იტალიური წარმოების ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების პროდუქცია. ბ. მარკეზანმა საქართველოში 2 მილიონამდე ევროს ინვესტირება მოახდინა. შპს „სან მარკოს" დირექტორმა ნ. ბერიძემ და მისმა პარტნიორებმა ნაცვლად იმისა, რომ პროდუქციის რელიზაციით მიღებული თანხა საქონლის მომწოდებლისათვის გადაერიცხათ, თვითონ მიითვისეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.