გურჯაანის რაიონის სოფლებს ახაშენს, ველისციხეს, მუკუზანს, ვაზისუბანს, შაშიანს, კალაურს და ვაჩნაძეანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ს/ს `კახეთის ენერგოდისტრიბუციაში~ განუცხადეს, სოფლები რომ ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები, მათი კომპანიის მიზეზით არ არის გამოწვეული.
საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ცნობით, გურჯაანის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება 2 დღის შემდეგ აღუდგება. `შეფერხება ქვესადგურში მიმდინარე სამუშაოებით არის გამოწვეული~, - განაცხადეს ენერგოსისტემაში.