გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღმოჩენილი წმინდა ნინოს უნიკალური ფრესკის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ წმინდა ნინოს ფრესკა, კალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, რომელიც VIII-IX საუკუნეებით თარიღდება, ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩნდა. ფრესკა სანთლის ჭვარტლის სქელი ფენით იყო დაფარული. ფრესკა მე-16 საუკუნის ეროვნული მხატვრობის ხანის ხატწერის ნიმუშს მიეკუთვნება და თან ახლავს ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერები, რაც ქართული ხატწერის ისტორიაში იშვიათია.
ფრესკის აღდგენა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით მოხერხდა.