დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს საძოვრებზე მგლები ისევ დათარეშობენ და ადგილობრივების საქონელს გლეჯენ.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება დედოფლისწყაროდან, მტაცებლებმა სამი დღის წინ სამთაწყაროში მცხოვრები მერი კილაძის ძროხა დაგლიჯეს. შეშინებული მოსახლეობა ზარალის თავიდან ასაცილებლად საქონელს საძოვარზე ვეღარ უშვებს.
აღსანიშნავია, რომ დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფლებში მგლები საქონელს თავს ხშირად ესხმიან. ცოტა ხნის წინ, მგლებმა სოფელ ფიროსმანში ადამიანებიც დაგლიჯეს.