დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
მსვლელობა "თავისუფალი საქართველოს"ინიციატივით მოეწყო და მასში პარტიის ლიდერის კახა კუკავას გარდა, მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია, "ქართული პარტიის" წარმომადგენლები, ასევე "ეროვნული ფორუმის" ლიდერები გუბაზ სანიკიძე და კახა შარტავა მონაწილეობდნენ.
ოპოზიციის ლიდერები ასევე შეხვდნენ სოფელ უდაბნოს მოსახლეობას, რომლებიც აქტიურ მხარდაჭერას და დახმარებას უწევენ მონასტრის ბერებს.
უახლოეს დღეებში "თავისუფალი საქართველო"-ს ინიციატივით გაიმართება საკითხის მოსმენა დედაქალაქის საკრებულოში და განიხილება, თუ რატომ ახდენს კულტურის სამინისტრო ზეწოლას ბერებზე რომ მათ შეწყვიტონ მიმდინარე სამუშაოები.