საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაჭრილი კაპრალი ვალერი ვერსკიანი გარდაიცვალა. ვალერი ვერსკიანი 5 მარტს მისიის შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა. ის მკურნალობას გერმანიაში, სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა (აფეთქების შედეგად ქონდა ყელის არეში სამი ჭრილობა). კაპრალი ვერსკიანი 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ვერსკიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხება.
სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას გადიან მისიის შესრულების დროს დაჭრილი 32-ე ბატალიონის მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური კაპიტანი ალუდა სეთურიძე და კაპრალი რევაზ გორგაძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვალერი კერსკიანის გარდაცვალების გამო.