საქართველომ და სოლომონის კუნძულებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებს შორის შესაბამისი ოქმი გაეროში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაფორმდა.
ხელმოწერილი ოქმის თანახმად, ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები მეგობრული ურთიერთობების, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის პრინციპებით იხელმძღვანელებენ.
დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს აცნობეს.