მთავრობა სოციალური დახმარების ახალ პაკეტს ქმნის, _ ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. ახალ პაკეტის მიხედვით, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილების უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ხარჯები მთლიანად დაიფარება.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივა იმ მშობლებისთვის, რომელთაც კონფლიქტურ ზონებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ორი და მეტი შვილი დაეღუპათ, კომპენსაციების შესაბამისად გაზდასაც ითვალისწინებს.
გარდა ამისა, მარტოხელებს უფლება მიეცემათ ერთი სახის პენსიით სარგებლობისას, დამატებითი პენსიაც მიიღონ.
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ინიციატივების ნაწილი უკვე გათვალისწინებულია 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში.