ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მეუღლეების, მშობლებისა და შვილების სახელმწიფო პენსია 55 ლარამდე იზრდება. ამასთან, ეს ოჯახები 44-ლარიანი სოციალური სუბსიდიის მიღების უფლებას მოიპოვებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს და როგორც აღინიშნა, აღნიშნული კატეგორიის პირთა სოციალური დაცვის გაუმჯობესება აუცილებელია.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიგი წერეთლის განმარტებით, მოქმედი კანონი კომპენსაციების გაცემას დაღუპულთა არასრულწლოვან შვილებზე, 18 წლის ასაკამდე ითვალისწინებს. ახალი ინიციატივის თანახმად კი, დაღუპულთა შვილებს ფინანსური დახმარება 22 წლამდე უგრძელდებათ.