თბილისის საახალწლო ილუმინაციებში მთავრობამ მილიონ ნახევარი ლარი გადაიხადა. ამ თანხაში შევიდა მუშებისა და განათების დამონტაჟების ფულიც. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მერიაში განიცხადეს.
მათივე თქმით, საახალწლო ხარჯებს თბილისის მთავრობა დაფარავს, ის თავისი ბიუჯეტიდან საახალწლო თანხებს ყოველწლიურად გამოყოფს.
"ჯი-ეიჩ-ენს" მერიაში განუცხადეს, რომ მთავარი ნაძვის ხე თავისუფლების მოედანზე დაიდგმება, ხოლო საახალწლო სოფელი კი, რომელიც სასტუმრო "რედისონთან" "შენდება", დეკემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება.