რადიოაქტიური ცეზიუმი აღმოჩენილია "ფუკუსიმას" ატომური ელექტროსადგურის პირველ ენერგობლოკთან. სადგურზე საგანგაში მდგომარეობაა.
სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული ნიშნავს, რომ რეაქტორში საწვავის გალღობა მოხდა.
აეს-ს ათკილომეტრიანი ზოლიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
იაპონიის ხელისუფლება იმედვოვნებდა რომ სადგურზე რადიოაქტიური გაჟონვა არ მოხდებოდა. თუმცა ტოკიოს ენრგეტიკულმა კომპოანიამ (Tokyo Electric Power Company (TEPCO) "ფუკუსიმას" ატომური ელექტროსადგურზე, შენობაში სადაც პირველი რეაქტორია განთავსებული რადიაციიული ფონის ზრდა დააფიქსირა.
ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები. ამ ეტაპზე მოვლენათა განვითარების შესახებ საკმაოდ თავშეკავებული კომენტარები კეთდება.
შჶგახსენებთ, რომ იაპონიაში მომხდარი 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასა და ცუნამს 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულია ათასობით ადამიანი, რომელთაგანაც, სავარაუდოდ, უმრავლესობა დაღუპულია.
იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფუკუსიმაში 1800 შენობაა დანგრეული.
„სამაშველო ოპერაციებში რამდენიმე ათასი ადამიანია ჩართული", - განაცხადა იაპონიის მთარობის გენერალირმა მდივანმა იუკიო ედანომ.
მისი ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილეობა 2000 ადამიანი პოლიციის სპეცგანყოფილებიდან, მათ განკარგულებაშია 11 თვითმფრინავი. მუშაობს 547 სახანძრო ჯგუფი, რომელთა რიცხვი 2-3 ათასს შეადგენს. ამოქმედებულია 9 სახანძრო საავიაციო რაზმი და სახანძრო საზღვაო 8 ბრიგადა.
თავდაცვის სამინისტროს ხაზით ოპერაციაში ჩართულია 300 თვითმფრინავი და 40 გემი. იაპონიის სანაპირობეთან იმფოფება აშშ-ს ავიამზიდი „რონალდ რეიგანი", რომელიც სამაშველო ოპერაციებისთვის საკუთარ ვეტმფრენებს იყენებს.