გაეროს უშიშროების საბჭოს „ალ-ქაიდას", თალიბების მოძრაობის, ასევე მათთან დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ საქციების კომიტეტმა კონსოლიდირებულ სიაში დოკუ უმაროვი შეიყვანა.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა „დაუყონებლივ უნდა შემოიღონ სანქციის რეჟიმი უმაროვის წინააღმდეგ", გაუყინოს მას ყველა ფინანსური აქტივი.
სანქციების მიხედვით, იკრძალება უმაროვს შეშვება ქვეყნის ტერიტორაზე და მისი რაიმე სახის მხარდაჭერა.