საქართველოში ცნობილი ამერიკელი მილიარდერის და უძრავი ქონების მაგნატის დონალდ ტრამპის ყოფილი მეუღლე ივანა ტრამპი იმყოფება.
წარმოშობით ჩეხ ქალბატონს მეუღლის ბიზნესწარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის.
მას ავლაბარის საპრეზიდენტო რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტმა პირადად უმასპინძლა.
ივანა ტრამპი საქართველოში კაპიტალის დაბანდებას გეგმავს. მისი ინიციატივით, ბათუმში მრავალფუნქციური გასართობი ცენტრის გახსნა იგეგმება.
ივანა ტრამპმა წუხელ პრეზიდენტის სასახლეც დაათვალიერა.