იაპონიაში მომხდარი 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასა და ცუნამს 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "კიოდო ნიუსის" ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება დაკარგულია ათასობით ადამიანი, რომელთაგანაც, სავარაუდოდ, უმრავლესობა დაღუპულია.
"კიოდო ნიუსის" ინფორმაციითვე, ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურიდან რადიაციის დონე იზრდება. იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფუკუსიმაში 1800 შენობაა დანგრეული.
„სამაშველო ოპერაციებში რამდენიმე ათასი ადამიანია ჩართული", - განაცხადა იაპონიის მთარობის გენერალირმა მდივანმა იუკიო ედანომ.
მისი ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილეობა 2000 ადამიანი პოლიციის სპეცგანყოფილებიდან, მათ განკარგულებაშია 11 თვითმფრინავი. მუშაობს 547 სახანძრო ჯგუფი, რომელთა რიცხვი 2-3 ათასს შეადგენს. ამოქმედებულია 9 სახანძრო საავიაციო რაზმი და სახანძრო საზღვაო 8 ბრიგადა.
თავდაცვის სამინისტროს ხაზით ოპერაციაში ჩართულია 300 თვითმფრინავი და 40 გემი. იაპონიის სანაპირობეთან იმფოფება აშშ-ს ავიამზიდი „რონალდ რეიგანი", რომელიც სამაშველო ოპერაციებისთვის საკუთარ ვეტმფრენებს იყენებს.