იაპონიის ფუკუსიმას პრეფექტურაში ნაპირსამაგრი დამბა გასკდა. მოვარდნილი წყალი ანადგურებს სახლებსა და დაწესებულებებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "კიოდო" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში ამ დილით მომხდარ მიწისძვრასა და ცუნამის მსხვერპლი მოჰყვა.
საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ქალაქებში, რომლებშიც ატომური ელექტროსადგურები მდებარეობს. ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე 2 ენერგობლოკი ავარიულად გაითიშა, ხოლო ონაგავას ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა. სენდაიში ცუნამის შედეგად ნაგავისა და ტალახის ნაკადი შეიქმნა, რომელმაც რამდენიმე საცხოვრებელი კვარტალი, აეროპორტი და სხვადასხვა დაწესებულება გაანადგურა.