იაპონიის სანაპიროებზე 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ხუთი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის წყნარი ოკეანის ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში ამ დილით მომხდარ მიწისძვრასა და ცუნამის მსხვერპლი მოჰყვა. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ქალაქებში, რომლებშიც ატომური ელექტროსადგურები მდებარეობს. ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე 2 ენერგობლოკი ავარიულად გაითიშა, ხოლო ონაგავას ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა. სენდაიში ცუნამის შედეგად ნაგავისა და ტალახის ნაკადი შეიქმნა, რომელმაც რამდენიმე საცხოვრებელი კვარტალი, აეროპორტი და სხვადასხვა დაწესებულება გაანადგურა.