იაპონიაში მომხდარი 8,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა შესახებ იზრდება.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 137 კაცი.
ქალაქ სედაიში ცუნამის შედეგად დაღუპულია 300-ზე მეტი.
531 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნანგრევების ქვეშ მოყოლილია ასობით ადამიანი.
საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ქალაქებში, რომლებშიც ატომური ელექტროსადგურები მდებარეობს. ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე 2 ენერგობლოკი ავარიულად გაითიშა, ხოლო ონაგავას ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა.