სკანდალურად ცნობილი ამერიკელი რეპერი 50 Cent-ი მამუამარ კადაფის კლანისგან გადაცემულ ჰონორარს ქველმოქმედებისთვის გაიღებს.
საუბარია შოუზე, რომელიც 2005 წელს ვენეციის კინოფესტივალის დროს გაიმართა და რომლის საფასურიც ლიბიის ლიდერის ოჯახის წევრებმა გადაიხადეს.
50 Cent -ის სახელით გაგზავნილ ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ლიბიაში მომხდარი სამოქალაქო ომის გამო მომღერალი ცდილობს, კადაფის ფული მოიცილოს. თანხა იუნისეფის ბავშვთა დახმარების ფონდს გადაეცემა. რა თანხაზეა საუბარი, არ კონკრეტდება.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კადაფისგან გაცემული ჰონორარი საქველმოქმედო მიზნით გაიღეს ბიონსემ და ნელი ფურტადომ. კადაფის ოჯახისგან მიცემულ ჰონორარზე უარი თქვა მომღერალმა აშერმაც.
კადაფის კლანის მიერ ორგანიზებულ საღამოებზე, ასევ, მონაწილეობდნენ მერაია ქერი და ლაიონელ რიჩი. რიჩის ჯერჯერობით არ განუცხადებია, ვის სასარგებლოდ გაიღებს კადაფისგან მიძღვნილ ფულს.