იაპონიაში მომხდარი 8,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, დაკარგულია 349. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, 88 ადამიანია დაღუპული.
საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ქალაქებში, რომლებშიც ატომური ელექტროსადგურები მდებარეობს..ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე 2 ენერგობლოკი ავარიულად გაითიშა, ხოლო ონაგავას ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა.
სენდაიში ცუნამის შედეგად ნაგავისა და ტალახის ნაკადი შეიქმნა, რომელმაც რამდენიმე საცხოვრებელი კვარტალი, აეროპორტი და სხვადასხვა დაწესებულება გაანადგურა.