22 მარტს პარლამენტში სამთავრობო დებატებს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური გახსნის.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტში საგანგებო კვირის გრაფიკში, სამთავრობო დებატებში მონაწილეობას ძალოვანი მინისტრები არ მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მინისტრების მოსვლის გრაფიკი არ ხმაურდება, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტში სამთავრობო დებატები შემდეგი თანმიმდევრობით გაიმართება:
22 მარტს პარლამენტში საგანგებო კვირას პრემიერ-მინისტრი გახსნის, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძე უპასუხებენ, 23 მარტს დებატებში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ჩაერთვებიან.
24 მარტს პარლამენტს ანგარიშს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ჩააბარებენ.
25 მარტის კი საგანგებო სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით სამთავრობო დებატებს გილაური დახურავს.