საქართველოს ნაკრები რუმინეთთან გამარჯვების მოსაპოვებლად სრულ მზადყოფნაშია, ამის შესახებ საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ დიქსონმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუმინეთი ძლიერი ნაკრებია, თუმცა საქართველოს შესწევს იმის ძალა, რომ დაამარცხოს რუმინელები და "ერთა თასზე" ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცოს.
"ნაკრები ყველანაირად მომართულია, იმისთვის, რომ რუმინეთის ნაკრები დავამარცხოთ. ჩვენ გავაცნობიერეთ პორტუგალიასთან დაშვებული შეცდომები და ბრძოლისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ. ხვალინდელი მატჩი მეტად საინტერესო და სანახაობრივი იქნება. ვიცით, რომ რუმინეთი ძლიერ წინააღმდეგობას გაგვიწევს, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ", - განაცხადა რიჩარდ დიქსონმა.
რუმინეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რომან გონტინიოკის განცხადებით, რუმინეთის ნაკრები ხვალ გასამართ მატჩში გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
"ქართველებმა ძლიერად დაიწყეს ერთა თასი. ქართველებმა მოუგეს პორტუგალიასაც, რომელთანაც ჩვენ დავმარცხდით. ჩვენი მიზანი ხვალინდელი მატჩის მოგებაა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი გუნდი ყავს. საქართველოს ძალიან ძლიერი გუნდი ყავს და მათი ნაკრები ძალიან ძლიერი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული", - განაცხადა რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები მაისურების პრეზენტაცია გაიმართა. ამ მაისურებით საქართველო 2011 წლის მსოფლიო თასზე იასპარეზებს.
საქართველო რუმინეთს ხვალ, 15:00 საათზე, "ლოკომოტივს" სტადიონზე დაუპირისპირდება.
დიქსონმა რუმინეთის წინააღდმეგ ნაკრებში შემდეგი მორაგბეები გამოიძახა:
1, 3: დავით ხინჩაგაშვილი (ბრივი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი)
2: ირაკლი ნატრიაშვილი (სტიაუა), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები)
4, 5: ვახტანგ მაისურაძე (სენ - ნაზერი), ლევან დათუნაშვილი (ფიჟაკი), გიორგი ნემსაძე (მონტობანი)
6, 7: გია ლაბაძე (მარსელი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), სიმონ მაისურაძე (ვილერბანი), შალვა სუთიაშვილი (მასი)
8: გოპრგო ჩხაიძე (მონპელიე), მამუკა გორგოძე (მონპელიე), ბესარიონ უდესიანი (მაკონი), ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი)
9: ირაკლი აბუსერიძე (ოქსერი), ბიძინა სამხარაძე (სტიაუა)
10: ლაშა მალარუღაძე
11, 14: ირაკლი მაჩხანელი, (მაკონი), ირაკლი ჩხიკვაძე (აია), ლექსო გუგავა (ლელო)
23, 13: თედო ზიბზიბაძე, (პერიგო), დავით კაჭარავა (ნიცა)
15: ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი), მერაბ კვირიკაშვილი (ფიჟაკი), ბესიკ ხამაშურიძე (აია).
2011 ერთა თასს საქართველოს ნაკრები ლიდერობს 14 ქულით. რუმინეთი 5 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.