რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი ისრაელში დავით ბაქრაძის ვიზიტის გადადებაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს.
როგორც ტყეშელაშვილმა ისრაელს მხარის მოთხოვნის საფუძველზე ბაქრაძის ჩაშლილ ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, არ არის გამორიცხული ის განრიგების შეუსაბამობის გამო მომხდარიყო, ვიანდიან პოლიტიკოსები "დაკავებულები არიან".
"ხშირია შემთხვევები როცა ვიზიტების გადადება პოლიტიკური ვიზიტებით, განრიგების შეუსაბამობის გამო ხდება. მეც ხშირად მქონია შემთხვევა როცა ვიზიტი კოლეგის განრიგის შეუსაბამობის გამო შეცვლილა. ამაში უჩვეულო არაფერია. პოლიტიკოსები საქართველოშიც და უცხოეთშიც დაკავებულები არიან რის გამოც ვიზიტების თარიღების თანხვედრის პრობლემები იქმნება ხოლმე",' - განუცხადა ტყეშელაშვილმა ჟურნალსიტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ რომ პარლამენტის თავმჯოდმარის დავით ბაქრაძის ვიზიტი რომელიც ისარელში მომავალ კვირას იყო დაგგეგმილი მასპინძელი მხარის მოთხოვნით გადაიდო.