იაპონიის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ბოლო მონაცემებით მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულია 5 და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის შედეგად იაპონიაში რადიოაქტიური მასალების გაჟონვა მოხდა, რაც იაპონიის პრემიერმინისტრმა რამდენიმე წუთის წინ სიტყვით გამოსვლისას უარყო. პრემიერ-მინისტრის თქმით, ზარალის რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება.
როგორც იაპონიის სამაშველო სამსახურები იტყობინებიან, მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.
ტოკიოს ჩრდილოეთით ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ძლიერი ცეცხლი გაუჩნდა.
8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში დაფიქსირდა. ბიძგები მოხდა ტოკიოშიც. ტოკიოში დაინგრა ავტომაგისტრალი და გაჩერდა აეროპორტის მუშაობა.
ცუნამის საფრთხეა რუსეთშიც. რუსეთმა სახალინისა და კურილიის კუნძულებიდან 11 000 მოქალაქის ევაკუაცია მოახდინა.