რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯებ ტაიიპ ერდოღანს 15-16 მარტს მოსკოვში შეხვდება. ინფორმაცის ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ასევე მონაწილეობას მიიღებს რუსეთ-თურქეთის უმაღლეს დონეზე თანამშრომლობის საბჭოს მუშაობაში.
"ერდოღანის მოსკოვში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი მეგობრობის ხელშეკრულების 90 წლისთავისადმია მიძღვნილი. ხელშეკრულება რუსეთსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის აქტივირებას სხვა და სხვა სფეროში ითვალისწინებს", _ იუწყება კრემლის პრესსამსახური.