ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც გააკეთა მოწოდება ამბოხებულების მიერ ფორმირებული ლიბიის გარდამავალი ნაციონალური საბჭო ლეგიტიმურ ხელისუფლებად იქნას აღიარებული.
რეზოლუციაში დასმულია საკითხი ლიბიის საჰაერო სივრცი დახურვის შესახებ .
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტრიპოლის მიმართ გატარებული ნებისმიერი ღონისძიება უნდა ეფუძნებოდეს გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საერთაშრისო თანამეგობრობას დახმარება გაუწიონ ლიბიელ ხალხს და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.
შეგახსნებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო დაპირისპირება 15 თებერვალს დაიწო. ქვეყანა ფაქტობრივად ორადაა გაყოფილი. ამბოხებულები კადაფის 40-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცმებით, დაღუპულია 6 ათასამდე ადამიანი.