გავლენიანი ამერიკელი მილიარდელის დონალ ტრამპის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის კერპია.
"თქვენ მთელს ევროპაში და მსოფლიოში კერპი ხართ. ის საქმე, რაც თქვენ გააკეთეთ, ნამდვილად უპრეცენდენტოა... თქვენ ხართ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი", - ასე მიმართა ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტს, ნიუ იორკში გამართულ შეხვედრაზე.
მისივე განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ამაყობდეს, რომ ისეთი პარტნიორი ჰყავს, როგორიც მიხეილ სააკაშვილია.
"საქართველო არის ნომერ პირველი რეფორმატორი მსოფლიოში ბოლო 5 წლის განმავლობაში და ეს მსოფლიო ბანკის მონაცემებია. ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ _ "ტრანსფერენს ინტერნეიშენალის" თანახმად. ეს ძალიან მაგარია. გარდა ამისა, საქართველო ნომერ პირველი ქვეყანაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესის ადვილად კეთების კუთხით და რაც ცოტა მაღელვებს, ნომერ მეორე უსაფრთხოების მიმართულებით, ამას უნდა მივხედოთ. ასეთი რამ თქვენ არ გახასიათებთ. მომავალ წელს ამ კუთხით საქართველო იქნება ნომერი პირველი. ეს ყველაფერი ამ ადამიანის გასაოცარი საქმის დამსახურებაა და არ მინდა პოლიტიკურად ვთქვა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მისი გონიერი სიძლიერე ჩვენს დიდებულ სახელმწიფოშიც", - განმარტა ტრამპმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გავლენიანი მილიარდელი საქართველოში კერძო ინვესტიციას ჩადებს. ის ბათუმსა და თბილისში საცხოვრებელ კომპლექსსა და სასტუმროს ააშენებს.