მუამარ კადაფისადმი ლოიალურმა ჯარები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სანავთობო პორტის რას-ელ-ანუფის ცენტში შეიჭრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერი ავრცელებს.
ამ დროისათვის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამძაფრებული ბრძოლები მიმდინარეობს.
ასოშეიტედ პრესის ინფორმაციით, ქალაქზე დარტყმები მიიტანა კადაფის ავიაციამ.
ამბოხებულების ინფორმაციით, ქალქის დაბომბვა სანაპირო ზოლში მდებარე სანავთობო ტანკერებიდანაც მიმდინარეობდა.
შეგახსნებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო დაპირისპირება 15 თებერვალს დაიწო. ქვეყანა ფაქტობრივად ორადაა გაყოფილი. ამბოხებულები კადაფის 40 წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვენ. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცმებით, დაღუპულია 6 ათასამდე ადამიანი.