დღეს, 11 მარტს, პლენარულ სხდომაზე მედიაგამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით გავა. მედიაგამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტში ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ფორმულირებაზე ოპოზიცია და უმრავლესობა კონსულტაციებს პლენარულ სხდომის დაწყებამდე გაამართავენ.
საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობის შეხვერდა მედიაგამჭვირვალეობის კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილთან 10 მარტს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ მედიაგამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტი საშემოდგომო სესიიდან საგაზაფხულო სესიისთვის განსახილველად ფინანსური აუდიტის ჩატარების საკითხზე ვერ შეთანხმების გამო გადაიდო.
კანონპროექტის თანახმად კი, ობშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს ეკრძალებათ მედიასაშუალების წილის ფლობა.