დღეს, 11 მარტს, "წარმომადგენლობითი სახალხო კრება" წინააღმდეგობის კომიტეტებს ხობსა და ზუგდიდში დააფუძნებს. ღონისძიებებს "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოსა და სათათბირო დარბაზის წევრები დაესწრებიან.
აირჩევენ წინააღმდეგობის კომიტეტების თავმჯდომარეებსაც.
საქართველოს მასშტაბით უკვე 50-მდე წინააღმდეგობის კომიტეტია შექმნილი.
როგორც "სახალხო კრებაში" აცხადებენ, წინააღმდეგობის კომიტეტები საზოგადოებას საყოველთაო დაუმორჩილებლობისთვის მოამზადებენ.