დღეს, 11 მარტს, ქართველ კოლპოზიტორს, ალექსანდრე ბასილაიას, 69 წელი შეუსრულდებოდა.
ქართველი კომპოზიტორი, ანსამბლ "ივერიის" სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო არტისტი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბასილაია 1942 წლის 11 მარტს თბილისში დაიბადა. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (კონტრაბასის კლასი). 1963 წლიდან მუშაობდა მუშობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში ჯერ პიანისტ-აკომპანიატორად, 1968 წლიდან კი - ანსამბლ "ივერიის" ხელმძღვანელად და სოლისტად. ბასილაია ძირითადად საესტრადო ჟანრში მუშაობდა. იგი ავტორია მრავალი საესტრადო სიმღერისა, რომელთაგან აღსანიშნავია "თეთრი ფიფქრბი" (ჯ. ჩარკვიანის ლექსზე), "მოგონებანი" (კ. კვეიძის ლექსზე), "სიყვარულის ზღაპარი", "გულო, ჩადექ საგულესა", "ახალგაზრდული" (მ. ფოცხიშვილის ლექსებზე), "სიმღერა საქართველოზე" (ლექსი ნ. მალაზონიასი) და სხვა. ანსამბლ "ივერიისათვის" დაწერა მიუზიკლები: "ჩხიკვთა ქორწილი", "არგონავტები", "შლაგერი, შლაგერი", "თოვლის ბებოს ზღაპარი", "ფიროსმანი" და სხვა. ანსამბლისთვის მან არაერთი ქართული ხალხური სიმღერა დაამუშავა. ანსამბლთან ერთად კონცერტები გამართა ყოფილი სსრკ და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში (პოლონეთი, ბოლივია, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, კუბა, მექსიკა, პორტუგალია).
ბასილაიას ეკუთვნის არაერთი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერა, ქართული კინოსა და მულტიპლიკაციური ფილმებისთვის შექმნილი მუსიკა. ბასილაის ბოლო ნამუშევარია მუსიკალური კომპოზიცია "რაღაც დასრულდა".
ბასილაია 2009 წლის 3 ოქტომბერს გერმანიაში გარდაიცვალა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა, დაავადებული იყო ფილტვის კიბოთი. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.