რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს რუსეთსა და აშშ-ს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია პუტინსა და ბაიდენს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ავრცელებს.
"ჩვენ უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ევროპულ ქვეყნებთან. აშშ კი პრაქტიკულად ყველა ამ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა აქვს. რუსეთსა და აშშ-ს რომ მოელაპარაკებინათ ერთმანეთში მათ შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ, ეს ისტორიული ნაბიჯი იქნებოდა", _ განაცხადა პუტინმა.
"ეს კარგი იდეაა", _ უპასუხა მას ბაიდენმა, რომლის პასუხის შემდეგ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა კვლავ განაცხადა, რომ - "თუკი თქვენ ასეთი დადებითი რეაქცია გქონდათ ჩემს სიტყვებზე, მაშინ თქვენი, როგორც კონგრესში გავლენის მქონე ადამიანის, დღევანდელი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ლიდერის სიტყვა, ჩვენთვის ძალიან ნიშვნელოვანი იქნებოდა", _ განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით "აშშ და რუსეთი ძალიან მნიშვნელოვან გვერდს გადაფურცლავდნენ და ყველაფერს ხელახლა დაიწყებდნენ".