"პირადად მე შეფიცულთა რაზმის წევრი არ ვარ, მაგრამ ჩვენ ყველანი საქართველოსთვის შეფიცულები ვართ", _ აცხადებს სახალხო წარმომადგენლობითი კრების ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი.
მისი თქმით, არანაირი განსხვავება არ არის მათ შორის, ვინც შეფიცულის ფიცი დადო და ვისაც ეს ფიცი არ დაუდია, რადგან ყველა ადამიანის მოვალეობაა სამშობლოს სამსახური.
"დღეს ახალგაზრდებში სიცოცხლე ჩამკვდარია, ეს მოახერხა ამ ხელისუფლებამ. თუმცა სახალხო კრების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა იმედი ჩამისახეს", _ აღნიშნა გაფრინდაშვილმა.
"ჩვენი მიზანია საზოგადოების გამოფხიზლება. ის პროცესები, რაც არაეროვნული რეჟიმების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, ადასტურებს, რომ ძალა ხალხშია", _ აცხადებს სახალხო წარმომადგენლობითი კრების ლიდერი.