ხელისუფლების მხრიდან არსებობს პოლიტიკური ნება, რომ მედიაგამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტში ფინანსური გამჭვირვალეობა აისახოს. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძე უმრავლესობასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.
"ხელისუფლების მხრიდან არსებობს პოლიტიკური ნება, რომ მედიაგამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტში ფინანსური გამჭირვალეობა აისახოს. უმთავრესი მოთხოვნა ჩვენი მხრიდან ის არის, რომ აუდიტი, რომელსაც მაუწყებელი კომისიაში წარადგენს, საერთაშორისო ბუღალტრული დაცვის პრინციპით იყოს დადგენილი", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების შესაბამისად, ოფშერში დარეგისტრირებულ კომპანიებს მედიასაშუალების წილების ფლობა ეკრძალებათ. თავდაპირველად უმრავლესობა აღნიშნულთან დაკავშირებით 10% ლუფტის დატოვებას ითხოვდა, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნით იგი განულდა.
კანონპროექტის თანახმად, მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არა უგვიანეს 2011 წლის 1-ლი ივნისისა უზრუნველყოს კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარდგენა.