ჩინეთში მომხდარი 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით დაშავებულია 150 ადამიანი.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მიწისძვრამ საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების ნგრევა გამოიწვია. ნანგრევებში მოყოლილია რამდენიმე ადამიანი, რომლების ამოსაყვანადაც ადგილობრივი სამაშველო სამსახურები მუშაოებენ.
შეგახსენებთ, რომ მიწისძვრა დღე დილით მოხდა. ეპიცენტრი მიანმას საზღვართან, იუნანის პროვინციაში დაფიქსირდა.