დღეს, 10 მარტს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თურქი დიპლომატი ფოტოხელოვანის, ერქუთ ონართის ნამუშევრების გამოფენა.
"ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობისას, საქართველოში ჩამოსვლის საშუალება მომეცა. ამ ვიზიტის დროს წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე თბილისის სილამაზემ და ქართული კულტურის მრავალფეროვნებამ. გასული წლის ზაფხულში კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა ჩამოვსულიყავი თბილისში.Aამჯერად აღმოვაჩინე თურქი და ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების მსგავსება. ბევრს ვმოგზაურობ როგორც თურქეთში, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და თურქეთის გაცნობის მიზნით ვაწყობ სხვადასხვა ფოტო გამოფენას. სიამოვნებით მივიღე საელჩოს წინადადება თბილისში მომეწყო გამოფენა სახელწოდებით - "თურქეთი - ქვეყანა, სადაც კლიმატი ერთმანეთთან აკავშირებს ადამიანებსა და კულტურებს~, - აცხადებს ონართი.
ერქუთ ონართი დაიბადა 1937 წელს თურქეთში. სხვადასხვა დროს მუშაობდა თურქეთის დიპლომატიურ წამომადგენლობებში ნიუ-იორკში, აკრაში, მარსელში, თავრიზში, ლუქსემბურგში, ჟენევაში, როტერდამსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა განყოფილებაში. იმოღვაწევა და იმოგზაურა 80-ზე მეტ ქვეყანაში. ონართი ცნობილია იმით, რომ აღბეჭდავს ყოველდღიური ცხოვრების ემოციურ მომენტებს. ერქუთ ონართს ჰქონდა 50-ზე მეტი გამოფენა თურქეთსა და მის საზღვრებს გარეთ, სხვადსხვა ქალაქში: დოჰაში, მასკატში, მანამაში, ჟენევაში, როტერდამში, ამსტერდამში, ლერდამში, დორდრეხტში, მიდელბურგში, ლუქსემბურგში, ვილნიუსში, რაბათში, ალჟირში, ტრიპოლში, ბინგაზში, ბეირუთში, ამანში, ალეპოში, სინგაპურში, როდოსში, პლოვდივში, მინკსში.
ონართს მონაწილეობა აქვს მიღებული "ბურსას ფოტოხელოვნების დღეებში~, სამჯერ აქვს მოწყობილი გამოფენა, სახელწოდებებით: "ჰოლანდიაში ხუთი წელი~, "ჩვენი სამყაროს ადამიანები~ და "თურქეთი - ქვეყანა, სადაც ერთმანეთს უკავშირდებიან კლიმატები, ადამიანები და კულტურები~.