3 დეკემბერს მსოფლიო უნარშეზღუდული ადამიანების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქველმოქმედო ფონდი "ნუგეში" დედოფლისწყაროს კულტურის სახლში საქველმოქმედო საღამოს აწყობს. ფონდი შემოწირულობას უნარშეზღუდულ ბავშვებს გადასცემს.
ფონდი მიმართავს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, რომ დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრებ უნარშეზღუდულ ბავშვებს დახმარება გაუწიონ. ფონდის საბანკო ანგარიშის ნომერია: ტაოპრივატბანკი - 36080060015109; სახალხო ბანკი - 36080625. ფონდი შემოწირულობას იღებს მობილური ტელეფონიდან შემდეგ ნომრებზე დარეკვითაც: 700 626. ზარის ღირებულება 1 ლარია.