3 დეკემბერს, კომპანია "ჯეოსელი" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოტოპროექტ "მე-ანიას" წარმოადგენს.
როგორც "ჯეოსელში" აცხადებენ, პროექტის დეტალებთან დაკავშირებით 11:00 საათზე პრესკონფერცია გაიმართება, რომელსაც პროექტის ავტორსა და ორგანიზატორებთან ერთად, მონაწილეებიც დაესწრებიან.
პროექტის ფარგლებში, ფოტოების გამოფენა გაიმართება. გადაღებულია ცნობილი ქალი, რომლებსაც ერთი საერთო დეტალი, ინვალიდის ეტლი აერთიანებთ. გამოფენილი იქნება 20 განსხვავებული ფოტო.
პროექტში გამოყენებული იქნა ავთანდილ ცქვიტინიძის კოლექცია.
ფოტოგამოფენა "მე-ანია!" ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის ფოიეში 19:00 საათზე გაიხსნება.