ისრაელის მუზეუმიდან მოიპარეს ბალზაკის სკულპტურა, სახელწოდებით "შიშველი ბალზაკი გულხელდაკრეფილი მკლავებით". ნამუშევარი ოგიუსტ როდენს ეკუთვნოდა.
სკულპტურის გაქრობა მას შემდეგ შენიშნეს, რაც მუზეუმის რამდენიმეწლიანი რეკონსტრუქცია დასრულდა.
ბალზაკის სკულპტურა მუზეუმის ბაღში იდგა, თუმცა რეკონსტრუქციის დროს საცავში ინახებოდა. სკულპტურის მოპარვის გარემოება დაუდგენელია. ბაღში სათვალთვალო კამერა არ იყო. ადგილობრივი პოლიცია დაკარგული ქანდაკების ძებნას უკვე შეუდგა.
ცნობისთვის, ბალზაკის სკულპტურა როდენმა 1892-93 წლებში დაამზადა. იგი ბალზაკის იმ ქანდაკებების რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელიც როდენმა პარიზის რასპაის ბულვარზე დასადგმელად შექმნა. ისრაელის მუზეუმმა ეს სკულპტურა ამერიკელი კოლექიონერის, ბილი როუზისგან საჩუქრად მიიღო.