დღეს ევროპარლამენტში ლიბიის ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოსვლა იგეგმება. ნაციონალური საბჭოს წარმომადგენლის მაჰმუდ ჯებრილის განცხადებით, ევროპარლამენტმა ლიბიის ნაციონალური საბჭო, რომელიც ლიბიის ოპოზიციის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, როგორც ლიბიელი ხალხის ერთადერთი კანონიერი ორგანო უნდა აღიაროს.
აღსანიშნავია, რომ ლიბიის ოპოზიცია სტრასბურგში უკვე შეხვდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონს.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომია. ქვეყანაში ამ დრომდე გრძელდება მეამობოხეებსა დ არმიას შორის შეტაკებები. მეამბოხეები უარს ამბობენ კადაფის რეჟიმთან დიალოგზე და გაეროს ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადებისკენ მოუწოდებენ. შესაბამის გადაწყვეტილებას სპეციალური რეზოლუცია სჭირდება, რომლის პროექტზეც საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მუშაობენ.